საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა

2025 წლის 22 დეკემბრიდან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ საქართველოს მოქალაქეებზე გაიცემა ახალი პირადობის ელექტრონული მოწმობები.

 

პირადობის ელექტრონული მოწმობის გამოყენება შესაძლებელია არამარტო ქვეყნის ტერიტორიაზე დანიშნულებისამებრ, არამედ სამგზავრო დოკუმენტის ფუნქციითაც ქვეყნის გარეთ. ამჟამად პირადობის ელექტრონული მოწმობის მფლობელებს შეუძლიათ გაემგზავრონ უკრაინაში, თურქეთისა და სომხეთის რესპუბლიკებში.

 

პირადობის ელექტრონული მოწმობის მოქმედების ვადაა 10 წელი, ხოლო არასრულწლოვნების შემთხვევაში - 4 წელი.
 

 

რა დოკუმენტაციაა საჭირო პირადობის მოწმობის ასაღებად?

 

პირადობის მოწმობის მისაღებად  დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს სამოქალაქო რეესტრის რომელიმე სამსახურს , იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალს ან ისარგებლოს დისტანციური მომსახურებით.

 

დისტანციური მომსახურების საშუალებით პირადობის ელექტრონული მოწმობის მიღება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ პირის თითის ანაბეჭდები დაფიქსირებულია სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში, შესაბამისობაშია სტანდარტებთან და ანაბეჭდის აღებიდან არ არის გასული 12 წელზე მეტი. 

 

 

პირმა, რომელიც პირველად იღებს პირადობის ელექტრონულ მოწმობას, ტერიტორიულ სამსახურში ან იუსტიციის სახლში უნდა წარადგინოს:

 

• დაბადების მოწმობა;
• ბიომეტრიული ფოტო, ზომით 3.5X4.5 სმ, ელექტრონული ფორმით (ფოტოს გადაღება შესაძლებელია ადგილზე - ფასი 5 ლარი);
• რეგისტრაციის საფუძველი, რაც გულისხმობს კონკრეტული სარეგისტრაციო მისამართის მითითებას, ან მისამართის მითითების გარეშე (უმისამართო) რეგისტრაციას (თუ 18 წლამდე ასაკის პირი რეგისტრაციას გადის მშობლებთან, მეურვესთან, მზრუნველთან ან სხვა კანონიერ წარმომადგენელთან ერთად, რეგისტრაციის საფუძველი საჭირო არ არის).

 

პირადობის მოწმობის გაცემის შესახებ მოთხოვნის წარმდგენი პირი (განმცხადებელი) შეიძლება ასევე იყოს: 

 

  • აფხაზეთის/ცხინვალის რეგიონში მცხოვრები არასრულწლოვანი, რომელსაც დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეობა და რომელთა კანონიერი წარმომადგენლები არ ფლობენ ლეგიტიმური ორგანოს მიერ გაცემულ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს; 
  • აფხაზეთის/ცხინვალის რეგიონში მცხოვრები არასრულწლოვანის შემთხვევაში, რომელსაც დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეობა, ნათესაური კავშირის დადგენისა და შესაბამისი თანხმობის გაცემის მიზნით, სააგენტოს ტერიტორიული სამსახური უფლებამოსილია დაეყრდნოს საქართველოს მოქალაქეობის დადგენისას გამოვლენილ/დადგენილ ნათესაური კავშირის შესახებ მონაცემებს/ინფორმაციას.
     

 

პირადობის მოწმობის დისტანციურად მიღების დეტალური ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ  ბმულზე.

 

(იხილეთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები) 

 

 

პირადობის მოწმობის გაცემის ვადა და საფასური

 

  • მე–10 სამუშაო დღეს გაცემისთვის - 60 ლარი;
  • მე-5 სამუშაო დღეს გაცემისთვის - 80 ლარი;
  • მე-3 სამუშაო დღეს გაცემისთვის - 100 ლარი;
  • მე-2 სამუშაო დღეს გაცემისთვის - 120 ლარი;
  • იმავე დღეს გაცემისთვის - 150 ლარი.

 


რა შემთხვევაში გაუქმდება პირადობის მოწმობა?

 

პირადობის მოწმობის გაუქმების საფუძვლებია:

 

  • დოკუმენტის დამზადებიდან გავიდა ერთი წელი და მოქალაქემ აღნიშნული დოკუმენტი არ ჩაიბარა;
  • დოკუმენტის მოქმედების ვადის გასვლა;
  • სახელის ან გვარის შეცვლა;
  • მონაცემებში უზუსტობის დადგენა.

 


პირადობის მოწმობის შეცვლა

 

პირი ვალდებულია შეცვალოს პირადობის  მოწმობა შემდეგ შემთხვევებში:

  • საცხოვრებელი ადგილის შეცვლისას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პირი ფლობს პირადობის  ელექტრონულ მოწმობას;
  • მოქმედების ვადის გასვლისას;
  • სახელის ან გვარის შეცვლისას;
  • ჩანაწერში უზუსტობის დადგენისას;
  • გამოყენებისთვის უვარგისობისას (გაცვეთა, დაზიანება) ან დაკარგვისას.

 

 

პირადობის ელექტრონულ მოწმობასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ - ბმული 

 

საკონტაქტო ინფორმაცია - (+99532) 2401010, (+995 32) 2405405