აფხაზეთის ან ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ პირებს, გარდაცვალების რეგისტრაციის მოთხოვნით შეუძლიათ მიმართონ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს ან იუსტიციის სახლის ფილიალს.
სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია საქართველოში გარდაცვლილი პირის გარდაცვალების რეგისტრაცია განახორციელოს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გაცემული ე.წ. აქტით/დოკუმენტით, თუ პირის გარდაცვალების ფაქტი დასტურდება უფლებამოსილი ლეგიტიმური ორგანოს მიერ გაცემული ცნობის/დოკუმენტის საფუძველზე და ზემოაღნიშნულ აქტში/დოკუმენტში მითითებული ინფორმაცია/მონაცემები შეესაბამება სააგენტოში დაცულ მონაცემებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
ინფორმაციის/მონაცემების სააგენტოში დაცულ მონაცემებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, გარდაცვალების რეგისტრაცია ხორციელდება სააგენტოში დაცული მონაცემებით.
მომსახურების ვადა და საფასური
გარდაცვალების რეგისტრაცია ხორციელდება გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა და გარდაცვალების მოწმობა გაიცემა უფასოდ.