საქართველოს მოქალაქეობის დადგენა

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები პირებისთვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენა, შესაბამისი  განცხადების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება ხორციელდება პირის ხელთ არსებული, მათ შორის, ე.წ. დოკუმენტების მხედველობაში მიღების საფუძველზე.


საქართველოს მოქალაქეებად (გარდა იმ პირებისა, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეობა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის შესაბამისად უკვე მოიპოვეს ან მოიპოვებენ) მიიჩნევიან:


- საქართველოში 1991 წლის 21 დეკემბრამდე დაბადებული პირი, რომელიც აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე ცხოვრობდა 1991 წლის 21 დეკემბრამდე, ასევე მათი შთამომავლები, რომელთაც არ მიუღიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა და რომელთა მიმართაც არ არსებობს მოქალაქეობის მოპოვებაზე უარის თქმის რომელიმე ისეთი გარემოება, როგორიც არის, მაგალითად, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენა, ძებნაში ყოფნა, ან/და სხვა სახელმწიფო თუ საზოგადოებრივ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გარემოება/ინტერესი.


საქართველოს მოქალაქეობის დადგენის პროცედურა


დაინტერესებული პირი  საქართველოს მოქალაქეობის დადგენის შესახებ განცხადებით მიმართავს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (სამოქალაქო რეესტრის) ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს, იუსტიციის სახლის ფილიალებს, ხოლო საზღვარგარეთ ყოფნის შემთხვევაში - საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.


განცხადება საქართველოს მოქალაქეობის დადგენის მოთხოვნით სააგენტოს წარედგინება აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში  მცხოვრები, სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირის მიერ პირადად ან/და წარმომადგენლის მეშვეობით. განცხადების წარდგენა, განმცხადებლის ინიციატივით, შესაძლებელია საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით.

 

(სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებაში არ იგულისხმება რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განხორციელებული მასობრივი და იძულებითი პასპორტიზაცია, რაც მოიაზრებდა ადგილობრივი მოსახლეობისთვის უკანონო რუსული პასპორტის გაცემას/დარიგებას ე.წ. რუსეთის საელჩოს მიერ

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები - https://sda.gov.ge/en/contact/)

 

საკითხის განსახილველად საჭიროა შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:

 

ა) დადგენილი ფორმის მიხედვით შევსებული განცხადება;

ბ) ფერადი ფოტო, ზომით 3X4 (განმცხადებელი ფოტოს სააგენტოში ან მის ტერიტორიულ სამსახურში წარადგენს ელექტრონული ფორმით, ხოლო საზღვარგარეთ ყოფნის შემთხვევაში - საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა ან საკონსულო დაწესებულებაში – მატერიალური ან ელექტრონული ფორმით);

გ) იმ შემთხვევაში თუ განმცხადებელი ითხოვს დაჩქარებულ მომსახურებას - მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

 

აგრეთვე დამატებით წარმოდგენილი უნდა იქნას რომელიმე შემდეგი დოკუმენტი:


1) დაბადების მოწმობა ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს 1991 წლის 21 დეკემბრამდე საქართველოში დაბადების ფაქტს; ან/და


2) დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს 1991 წლის 21 დეკემბრამდე აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე ცხოვრების ფაქტს; ან/და


3) ნებისმიერი დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებს მისთვის ამ წესით გათვალისწინებულ მოქალაქეობის დადგენის საფუძვლებს.


1991 წლის 21 დეკემბრამდე დაბადებული და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე მცხოვრები პირის შვილების მიერ დამატებით წარმოდგენილ უნდა იქნეს:


- დაბადების მოწმობა ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს ინფორმაციას, რომ ის 1991 წლის 21 დეკემბრამდე აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე მცხოვრები პირის შვილია.


შენიშვნა: სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განმცხადებელი ვალდებულია, წარადგინოს შესაბამისი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოების მიერ გაცემული ცნობა ამ ქვეყნის მოქალაქეობის არქონის შესახებ. ეს მოთხოვნა სავალდებულო არ არის იმ ქვეყნებთან მიმართებით, რომლებიც ანალოგიურ ცნობებს არ გასცემენ.

განცხადება საქართველოს მოქალაქეობის დადგენის შესახებ წარდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. სხვა ენაზე შედგენილი დოკუმენტები (გარდა ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის პასპორტისა) შეიძლება წარდგენილ იქნეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მოქმედი ე.წ. ნოტარიუსების ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ ქართულენოვან თარგმანთან ერთად.


ქმედუუნარო ან/და არასრულწლოვანი პირის საქართველოს მოქალაქეობის დადგენა დასაშვებია მისი მშობლების ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე. მხარდაჭერის მიმღების საქართველოს მოქალაქეობის დადგენა დასაშვებია მხარდამჭერის თანხმობით, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.


მომსახურების ვადები და საფასური


30-ე დღეს გაცემა - უფასო;
მე-20 დღეს გაცემისთვის - 40 ლარი;
მე-15  დღეს გაცემისთვის - 65 ლარი;
მე-10  დღეს გაცემისთვის - 100 ლარი.

განცხადების ფორმა

 

საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის აღების წესი და პირობები

 

საქართველოს მოქალაქის პასპორტი წარმოადგენს საქართველოს მოქალაქის პირადობის და მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტს საქართველოს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ.

 

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული ბიომეტრიული პასპორტი მაღალტექნოლოგიური და გაყალბებისგან დაცული სამგზავრო დოკუმენტია და მისი გამოყენება მიზნად ისახავს პიროვნების სრულყოფილ იდენტიფიკაციას.

 

საქართველოს მოქალაქემ ბიომეტრიული პასპორტის მისაღებად განცხადებით უნდა მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (სამოქალაქო რეესტრის) ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს, იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებას,  ან ისარგებლოს სააგენტოს დისტანციური მომსახურებით. 

 

ბიომეტრიული პასპორტის გაცემის თაობაზე მოთხოვნის წარმდგენმა პირმა უნდა წარადგინოს:


-  დაბადების მოწმობა;

-  პირადობის მოწმობა (ასეთის არარსებობის შემთხვევაში, განმცხადებლის მიერ ჯერ უნდა განხორციელდეს პირადობის მოწმობის აღება);

- ბიომეტრიული ფოტო, ზომით 3.5X4.5 სმ, ელექტრონული ფორმით (ფოტოს გადაღება შესაძლებელია ადგილზე);

- საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (გადახდა შესაძლებელია ადგილზე).     

- 16 წლამდე პირების შემთხვევაში, ორივე მშობლის თანხმობა პასპორტის აღების შესახებ (თანხმობის ფორმა ივსება სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლის წინაშე ან სანოტარო ბიუროში);   

- 16-18 წლამდე არასრულწლოვნის შემთხვევაში - ერთი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა (გარდა იმ შემთხვევისა, თუ იგი იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში);

 

ბიომეტრიული პასპორტის მოქმედების ვადაა 10 წელი, ხოლო 18 წლამდე პირზე გაცემული ბიომეტრიული პასპორტის – 3 წელი.
 


დისტანციური მომსახურებით ბიომეტრიული პასპორტის მიღება შეუძლია საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ერთხელ მაინც აქვს აღებული ბიომეტრიული პასპორტი და დოკუმენტის გაცემის მიზნებისათვის შესაძლებელია დაინტერესებული პირის ბიომეტრიული მონაცემების ხელმეორედ გამოყენება.

 

ბიომეტრიული პასპორტის დისტანციურად მიღების დეტალური ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ  ბმულზეhttps://sda.gov.ge/services/sdapage-002/https://sda.gov.ge/?page_id=5319

 

( სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები - https://sda.gov.ge/en/contact/https://sda.gov.ge/?page_id=5872  )

 

 

ბიომეტრიული პასპორტის გაცემისთვის დაწესებულია შემდეგი ვადები და საფასურები განაცხადის შეტანიდან:

 

  • მე-10 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 150 ლარი (არასრულწლოვნის შემთხვევაში - 75 ლარი);
  • მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 1850 ლარი (არასრულწლოვნის შემთხვევაში - 105 ლარი) და დაჩქარებული მომსახურების საფასური 30 ლარი;
  • მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 150 225 ლარი (არასრულწლოვნის შემთხვევაში - 150 ლარი)და დაჩქარებული მომსახურების საფასური 75 ლარი;
  • 24 საათში – 300 ლარი (არასრულწლოვნის შემთხვევაში - 225 ლარი)მე-2 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 150 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 150 ლარი;
  • იმავე დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 3150 ლარი (არასრულწლოვნის შემთხვევაში - 275 ლარი)და დაჩქარებული მომსახურების საფასური 200 ლარი.
     


საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქის სახელზე ბიომეტრიული პასპორტის განმეორებით გაცემის სამი გზა არსებობს:

 

  1. დისტანციური მომსახურების საშუალებით - ბიომეტრიული პასპორტი მზადდება ორ სამუშაო დღეში და გადაეცემა ელექტრონულ განაცხადში მითითებულ პირს ან იგზავნება ფოსტით. აღნიშნული მომსახურების საფასურია 300 ლარი;
  2. წარმომადგენლის მეშვეობით - მინდობილი პირის მიერ განცხადების წარდგენა (წარმოსადგენია უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, კერძოდ, შესაბამისი წესით დამოწმებული მინდობილობა). აღნიშნულ შემთხვევაში, დოკუმენტის მე-10 სამუშაო დღეს გაცემის საფასურია 230 ლარი, ხოლო მე-5 სამუშაო დღეს – 300 ლარი;
  3. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური ან საკონსულო წარმომადგენლობისთვის მიმართვის გზით - ბიომეტრიული პასპორტის დამზადება ხორციელდება 45 დღეში და მომსახურების საფასური შეადგენს 50 აშშ დოლარს.

 

 

პასპორტის შეცვლა საჭიროა შემდეგ შემთხვევებში:

 

  • სახელის ან გვარის ცვლილების დროს;
  • ჩანაწერის უზუსტობის დადგენისას;
  • ვიზებისთვის განსაზღვრული ფურცლების გახარჯვისას;
  • პასპორტის მოქმედების ვადის გასვლისას;
  • დოკუმენტის დაზიანების, ცვეთის ან დაკარგვის შემთხვევაში.
     


დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ - https://sda.gov.ge/products/პასპორტი/  
საკონტაქტო ინფორმაცია - (+99532) 2401010  (+995 32) 2405405