განქორწინების რეგისტრაცია

აფხაზეთის ან ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ პირებს, განქორწინების რეგისტრაციის მოთხოვნით, შეუძლიათ მიმართონ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს და იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალს.

 

განქორწინების რეგისტრაციის საფუძველია უფლებამოსილ პირთა განცხადება ან სასამართლოს გადაწყვეტილება განქორწინების შესახებ.

 

სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია განქორწინების რეგისტრაცია
განახორციელოს ხელთ არსებული, მათ შორის, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გაცემული ე.წ. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებით, თუ განქორწინების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს საერთო სასამართლოს ან/და უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ და აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გაცემული ე.წ. პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული ინფორმაცია/მონაცემები შეესაბამება სააგენტოში დაცულ მონაცემებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

 

ინფორმაციის/მონაცემების სააგენტოში დაცულ მონაცემებთან შეუსაბამობის შემთხვევაში
განქორწინების რეგისტრაცია ხორციელდება სააგენტოში დაცული მონაცემებით.

 

 

მომსახურების ვადა და საფასური

 

განქორწინების რეგისტრაციისა და მოწმობის გაცემისათვის მომსახურების საფასური არის 60 ლარი.