მოსარგებლე პირები:
ორგანოთა ტრანსპლანტაციის პროგრამით სრულიად უსასყიდლოდ სარგებლობა შეუძლია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას.
პროგრამის ფარგლები:
ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია, როდესაც დაზიანებული ან მთლიანად განადგურებულია ძვლის ტვინი და ხდება ახალი ძვლის ტვინის უჯრედებით ჩანაცვლება. ლეიკემიის და ლიმფომების შემთხვევაში ხშირად წარმოადგენს მნიშვნელოვან ჩარევას პაციენტის გადასარჩენად.
პროგრამით იფარება: მაღალდოზირებული ქიმიოთერაპია; ძვლის ტვინის (ღეროვანი უჯრედების) ტრანსპლანტაციის წინა კვლევები; ტრანსპლანტაცია (მათ შორის, პოსტტრანსპლანტაციური პერიოდის მართვა): პაციენტისათვის საკუთარი ღეროვანი უჯრედების (აუტოლოგიური ტრანსპლანტაცია; დონორის ღეროვანი უჯრედების (ალოგენური ტრანსპლანტაცია); ჰაპლიოიდენტური ტრანსპლანტაცია, ანუ ნათესავის ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია.
პროგრამაში ჩართვა და წარმოსადგენი დოკუმენტები:
პროგრამაში ჩართვის მიზნით აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ პირს:
- საჭიროა რეგისტრაციის საფუძველზე მინიჭებული ჰქონდეს პირადი ნომერი; ან
- ფლობდეს ნეიტრალურ პირადობის მოწმობას ან ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტს, ან
- საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას.
მაღალდოზირებული ქიმიოთერაპიის, ტრანსპლანტაციის წინა კვლევებისა და ტრანსპლანტაციის სერვისებზე დაფინანსების მოთხოვნა არ ხორციელდება ერთდროულად, თითოეულზე უნდა მოხდეს შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა. წლის განმავლობაში მოსარგებლეს შესაძლოა დაუფინანსდეს თითოეული მომსახურება მხოლოდ ერთჯერადად. დაფინანსების მისაღებად მოსარგებლე პირმა/მისმა წარმომადგენელმა, უნდა მიმართოს სსიპ- ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით. სამედიცინო მომსახურების მისაღებად პაციენტმა უნდა მიმართოს ამ ვებ-გვერდზე მითითებულ რომელიმე სამედიცინო დაწესებულებას: სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალი
პროგრამის დაფინანსება:
პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ფინანსდება სრულად და პაციენტის მხრიდან თანაგადახდას არ ითვალისწინებს.